Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საწარმოო პრაქტიკა თსუ სტუდენტებისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 10 კომპანიაში საწარმოო პრაქტიკას გაივლიან. ქიმიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის მე-8 სემესტრის სტუდენტები პრაქტიკის პერიოდში სხვადასხვა საწარმოს ისტორიას, ტექნოლოგიურ პროცესებს, წარმოების პროდუქტებს, მათი შეფუთვის საშუალებებს, აგრეთვე წარმოების უსაფრთხოების წესებს და ეთიკის ნორმებს გაეცნობიან.
 

სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელთან ელიზა მარქარაშვილთან ერთად მოინახულეს ის ობიექტები, სადაც სტაჟირებას გაივლიან: კომპანია „ზედაზენი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი-რაციონალი“; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია“; კომპანია „გლობალ ბიერ ჯორჯია“;  კომპანია „ჰენკელ ბილდინგ ქემიკალს ჯორჯია“; გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია; შპს სპექტრა გეზის ჯორჯია; კომპანია „ჯეოსტილი“.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში 50-ზე მეტი სტუდენტი დასაქმდა ამ კომპანიებში საწარმოო პრაქტიკის და სტაჟირების გავლის შემდეგ.


სტუდენტებისათვის საწარმოო პრაქტიკის ჩატარება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების მომზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს რეალურ ცხოვრებაში გამოსცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები).