Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ქართული ემიგრაცია

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე მსჯელობისას საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად მხოლოდ ფართოდ ცნობილი პოლიტიკური ფიგურები და მოვლენები ექცევა. თუმცა, საყოველთაოდ აღიარებული პიროვნებების გარდა,  რესპუბლიკა ისეთ ადამიანებს  ეყრდნობოდა, რომელთაც სხვადასხვა მიზეზების გამო  საზოგადოების დიდი ნაწილი სათანადოდ არ იცნობს; ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ამბები კი ხშირად რესპუბლიკისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს და ამ უცნობ პიროვნებათა ღვაწლიც დიდია.

 

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში თსუ ბიბლიოთეკა აწყობს სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციას და იწვევს სამივე საფეხურის სტუდენტებს  მონაწილეობის მისაღებად. მათ საშუალება ექნებათ ისაუბრონ  პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიაში მნიშვნელოვან, თუმცა ნაკლებად ცნობილ, რესპუბლიკასა თუ ემიგრაციაში   მოღვაწე ადამიანებსა  და მოვლენებზე. ნაშრომის თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი პიროვნება და მოვლენა პოლიტიკის, ხელოვნების, განათლების, ჟურნალისტიკისა და სხვა სფეროდან.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მოხსენების თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება და მისი რეკომენდაცია.

 

საკონფერენციო ნაშრომის აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1800 - 2400  სიტყვას. შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება - 1,5.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების გამოგზავნა: 19 მაისი

ელ. ფოსტა: library@tsu.ge

შერჩეული აბსტრაქტების ავტორთა ინფორმირება: 23 მაისი

საბოლოო ნაშრომის მიღება: 27 მაისი

კონფერენციის გამართვის თარიღი: 29 მაისი

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სასაჩუქრე წიგნები. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონულ ჟურნალში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“.