Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო საგრანტო პროექტების წერის სამდღიანი ტრენინგი

6-10 თებერვალს ევროკომისიისა და ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით სამეცნიერო საგრანტო პროექტების წერის რამდენიმედღიანი ტრენინგი იმართება. 

 

ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების თანამშრომლობის (EU-Georgia Research and Innovation Cooperation) დახმარებით პროექტის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდება.  შეხვედრები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ოთახებში N217; N218 და N219 გაიმართება. 

 

ტრენინგზე დასწრება შესაძლებელია ქართველი მკვლევრების, მეცნიერებისა და ინოვატორებისთვის. შეხვედრების ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები: მათიას ვურხი და ანელი როუზი, ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ მონაწილეებს. გააცნობენ “ჰორიზონტი ევროპას” საერთაშორისო სტანდარტებს, რომელ კრიტერიუმებსაც უნდა ეხმიანებოდეს საგრანტო პროექტები.

 

ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა. მისი ბიუჯეტი შეადგენს 95,5 მილიარდ ევროს. აღნიშნული თანხა შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა. 

 

პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში. მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნა და გავრცელება.