Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საკალათბურთო გუნდი „თსუ“  სუპერლიგის ფინალში გავიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა „თსუ“ კვლავ გაიმარჯვა. უნივერსიტეტის გუნდმა მე-4 ნახევარფინალურ მატჩში 91:80-ით დაამარცხა ზესტაფონის „მარგვეთი“ და საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერია ანგარიშით 3:1 მოიგო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ელი გიორგი ცინცაძე დასახელდა.

 

თსუ-ის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით ერთგულ ქომაგებს. მთელი გადამწყვეტი შეხვედრის განმავლობაში უნივერსიტეტის გუნდს გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერა ამხნევებდა. გადამწყვეტ შეხვედრას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 

სუპერლიგის ჩემპიონობამდე თსუ-ს ერთი ნაბიჯი აკლია. ფინალურ შეხვედრაში იგი  რუსთავის „რუსთავს“ დაუპირისპირდება.

 

უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდისთვის მიმდინარე წელი წარმატებული აღმოჩნდა. ერთი თვის წინ თსუ საქართველოს თასის მფლობელი გახდა.