ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გილოცავთ უნივერსიტეტელობას და 18-19 სექტემბერს გიწვევთ საორიენტაციო დღეებზე.
საორიენტაციო დღეების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
სტუდენტთა უფლება-მოვალეობები; სასწავლო პროცესის მხარდამჭერი სერვისები და სტიპენდიები;
ხარისხის განვითარების მექანიზმები და სტუდენტების ჩართულობა; საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები; კარიერის მხარდამჭერი სერვისები; სტუდენტური სერვისები (საერთო საცხოვრებელი,
სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდაჭერა); სტუდენტური ცხოვრება (თვითმმართველობა და კლუბები); საუნივერსიტეტო კულტურული და სპორტული აქტივობები.
შეხვედრები გაიმართება თსუ-ის I კორპუსის სააქტო დარბაზში,11:00-დან 17:00 საათამდე, ფაკულტეტების მიხედვით.
ამასთან,19 სექტემბერს 10:00-დან 15:00 საათამდე დაგეგმილია შემეცნებითი ტურები თსუ-ის I კორპუსში. სტუდენტები გაეცნობიან უნივერსიტეტის ისტორიას, მოინახულებენ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მუზეუმების ნაწილსა და ბიბლიოთეკას. ტურის ერთერთ ნაკადს გაუძღვება თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/Dn1pU