Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზოგადოებრივი გეოგრაფია -100

თსუ-ში საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.



თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა მიმართულების მნიშვნელობასა და მის ისტორიაზე: „ის, რაც ამ საუნივერსიტეტო სკოლამ შექმნა - უნიკალურია, ბევრი მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი და მკვლევარი გამოზარდა. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი ღერძი. 100 წელი ინსტიტუტისთვის საკმაოდ სოლიდური ასაკია. ჩვენს უკან დგანან თაობები, რომელთაც ეს სკოლა მსოფლიო სამეცნიერო სკოლების თანაზიარი გახადეს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი გეოგრაფიის სკოლა დღესაც აგრძელებს წარმატებულ ტრადიციას და თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო პროფესიონალებს ზრდის.“



ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები.



თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება  ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრის მემკვიდრეა, რომელიც უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტის შემადგენლობაში 1922 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის პერიოდის  უნივერსიტეტებში ეს ამ მიმართულების პირველი კათედრა იყო