მიმდინარე წლის 4-8 ოქტომბერს, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “გოეთეს ინსტიტუტის” ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრა თემაზე - “Entrepreneurship in Post-Communist Emerging Economies: Historical Legacies, Institutional Practices and Policy Perspectives” (მეწარმეობა პოსტ-საბჭოთა განვითარებად ეკონომიკაში: ისტორიული მემკვიდრეობა, ინსტიტუციური პრაქტიკა და საკანონმდებლო პერსპექტივები). შეხვედრის მხარდამჭერია გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).
სამუშაო შეხვედრის სამი ძირითადი საკითხი იქნება:
- ისტორიული მემკვიდრეობა, მისი გავლენა მეწარმეობაზე და ინსტიტუციონალური კონტექსტი;
- მეწარმეობის ინსტიტუციონალური წესები და საკანონმდებლო გარემო;
- საკანონმდებლო პერსპექტივები მეწარმეობის მართვისა და რეგულირების შესახებ.
სწორედ ამ თემების გარშემო დაგეგმილი ვორქშოფის ფარგლებში ცხადდება სამეცნიერო კვლევების მიღება, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში თეორიული და ემპირიული პერსპექტივების საკითხს ეხება.
სამუშაო შეხვედრა გაიმართება 2021 წლის 4-8 ოქტომბერს, თბილისში, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით. კოვიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, შეხვედრები ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდება. მოწვეული სპიკერები იქნებიან: პროფესორი აბელ პოლესი (ტალინის უნივერსიტეტი, დუბლინის ქალაქის უნივერსიტეტ) და პროფესორი ფრიდრიხ ველტერი (ზიგენის უნივერსიტეტი).
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 16 აგვისტომდე უნდა გამოგზავნონ 500 სიტყვიანი აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: paquin@soz.uni-frankfurt.de;
აბსტრაქტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და შეიცავდეს: ნაშრომის სათაურს, ავტორის საკონტაქტო დეტალებს, კვლევის საკითხს, სამუშაო ჰიპოთეზას, თეორიული ან ემპირიული არგუმენტის ზოგად მიმოხილვას, წინასწარ გაკეთებულ დასკვნებთან ერთად.
კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ დანართი.