Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

 

 13-14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. კონფერენცია ეძღვნება დიდ სასულიერო მოღვაწეს, ლიტერატორს, პედაგოგს, მთარგმნელს, თელავის სასულიერო სემინარიის დამაარსებელსა და პირველ რექტორს, გაიოზ რექტორს.  (1746-1821).

 

კონფერენცია გაიხსნება 13 ოქტომბერს, 10.00 საათზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.

 

კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მეცნიერები.

 

კონფერენციაზე მოხსენებები გაკეთდება მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებებზე, როგორებიცაა: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, არქიტექტურა, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, გენდერი, მიგრაცია.

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107 აუდიტორია

 

 

ღონისძიების ფარგლებში, 15 ოქტომბერს, გიწვევთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ არეშფერანში გამართულ სახალხო დღესასწაულზე - „კოსტაობაზე“, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ოსი მწერლის, საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის (1859-1906) იუბილეს.

 

ღონისძიება 15 ოქტომბერს, კვირას, ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერნის საჯარო სკოლის ეზოში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, გიორგი ახვლედიანის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

 

იხილეთ პროგრამა