Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო კონკურსი "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)"

დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია "CRDF Global" სამეცნიერო საზოგადოების გაძლიერების მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსს "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)".


კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტები არის CRDF-ის გრანტები აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად.


გრანტების მიზანია აკადემიურ და კვლევით დაწესებულებებში დაცვისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება იმ ბოროტმოქმედი სუბიექტების მხრიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების წინაშე, რომლებიც ცდილობენ, კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებზე არაავტორიზებული წვდომის მეშვეობით მოიპარონ სენსიტიური კვლევითი და საპროექტო
მონაცემები.


აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებს - მოწინავე კვლევის სფეროებით ისეთ თემებზე, როგორიცაა:

  • მეცნიერება და ტექნოლოგია;
  • ინჟინერია (ყველა ტიპის);
  • სოციალური მეცნიერებები;
  • სამედიცინო დარგი;
  • გამოთვლითი დარგი;
  • ნავიგაცია და საავიაციო რადიოელექტრონიკა;
  • წევის სისტემები;
  • ტელეკომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება;
  • ელექტრონიკა.
     

განაცხადის გაკეთება შეუძლია, როგორც მთლიან დაწესებულებას, ასევე დაწესებულების ცალკეულ დეპარტამენტსაც. ასევე, აპლიკაციისა და ბიუჯეტის ნაწილი შესაძლებელია მომზადდეს ქართულ ენაზე.

 

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა მოიცავს ერთ წელს, ხოლო გრანტის ოდენობა: 30 000 $-მდე. კონკურსის დაწყების თარიღი: 2022 წლის 9 ივნისი, ხოლო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივლისი.


 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.