თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებათა ციკლს “უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს”.
რევაზ ინანიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ ბიბლიოთეკა მართავს მოსწავლეთა კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება მწერლის შემოქმედებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
მსურველებმა 2026 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ თეზისები
მოხსენებისათვის (არაუმეტეს 250 სიტყვისა) შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
khatuna.galdava@tsu.ge და khatuna.chugoshvili@tsu.ge.
გთხოვთ, მეილის ტექსტში მიუთითოთ:
მომხსენებლის (მოსწავლის) სახელი, გვარი;
სკოლის დასახელება;
პედაგოგის სახელი, გვარი;
საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი (მომხსენებლის ან პედაგოგის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ტექნიკური ნაწილი:
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.
რედაქტორის პარამეტრები Word, Windows-თვის: ფურცლის ზომა: A-4; მინდორი: ზევით-
ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5სმ; შრიფტი: Sylfaen, 12; სტრიქონებს შორის
მანძილი: 1,5;
თეზისების მოცულობა: 1 გვერდი (არაუმეტეს 250 სიტყვისა).
მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი.
შერჩეული თეზისების ავტორთა ინფორმირება: 16 ნოემბერი.
საბოლოო ნაშრომების მიღება: 1 დეკემბერი.
კონფერენციის გამართვის თარიღი გამოქვეყნდება მოგვიანებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ: khatuna.galdava@tsu.ge ან დარეკეთ: 577 955 855.