ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით გაიმართა განხილვა როსტომ ჩხეიძის წიგნის ,,ვარსკვლავთა ბილიკები’’.
დამსწრე საზოგადოებას როსტომ ჩხეიძის ამ წიგნის შესახებ პოეტი, მთარგმნელი,აღმოსავლეთმცოდნე, თსუ პროფესორი გიორგი ლობჟანიძე ესაუბრა.