Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია

2021 წლის 13 თებერვალს, ზუმის პლატფორმით, გაიმართა ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ პუბლიკაციათა ავტორები, მეცნიერები საქართველოს სხვადასხვა კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.
წარდგინება გახსნა ჟურნალის რედაქტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგემ, მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, თსუ-ს პროფესორმა, მარიამ ჩხარტიშვილმა. მან დამსწრეებს მიმართა მისასალმებელი სიტყვით. ავტორებსა და რედკოლოგიის წევრებს მიულოცა ახალი ნომრის გამოსვლა, შეეხო ჟურნალისათვის აქტუალურ საკითხებს. შემდეგ სიტყვა გადასცა ჟურნალის XXII  ტომის რედაქტორს, ბატონ ზურაბ თარგამაძეს, რომელმაც ისაუბრა ჟურნალის რუბრიკებისა და მისი შინაარსის შესახებ. მომდევნო გამომსვლელი გახლდათ ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ქალბატონი სოფიო ქადაგიშვილი, რომელმაც ღონისძიების დამსწრეთ გააცნო ჟურნალის სამომავლო გეგმები, სიახლეები, რომლებიც მომდევნო ნომრისათვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ, სხდომის წამყვანმა, სიტყვა გადასცა ქართული სამეცნიერო ჟურნალების რედაქტორებს: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული, საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო ჟურნალის „Scientia-“ს რედაქტორს, ბატონ მანუჩარ გუნცაძეს. იგი შეეხო ჟურნალის გამოცემისა და მის საერთაშორისო ბაზებში შეყვანასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრა მომდევნო გამომსვლელმაც, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ქრონოსის“ რედაქტორმა, ბატონმა ალექსანდრე თვარაძემ. ამავე საკითხების შესახებ ისაუბრეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს გორის სახელმწიფო სასაწავლო უივერსიტეტის რექტორმა, პროფესრომა გიორგი სოსიაშვილმა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა იოსებ ალიმბარაშვილმა.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა სიტყვა გადასცა ავტორებსა და დამსწრე საზოგადოებას. შემდეგმა გამოსმვლელებმა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლია ახალაძემ, ბატონმა ლადო მირიანაშვილმა, ბატონმა დავით მერკვილაძემ და უნივერისტეტის სტუდენტებმა მადლიერება გამოხატეს რედკოლეგიის მიმართ, გაწეული საქმიანობისათვის, ასევე ისაუბრეს სამეცნიერო საზოგადოებისა და სამეცნიერო ჟურნალების გამოცემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესახებ. კოლეგებს საკუთარი თვალსაზრისი გაუზიარა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ნუგზარ მგელაძემაც. მან ისაუბრა სამეცნიერო ჟურნალებისა და კონკრეტულად „ქართული წყაროთმცოდნეობის“ მნიშვნელობის შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მიულოცა ჟურნალის ახალი ნომრის გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ბატონმა ვალერიან ვაშაკიძემ.
სხდომის წამყვანმა, მარიამ ჩხარტიშვილმა, მადლობა გადაუხადა კოლეგებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, ასევე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ხელძღვანელობას ჟურნალისადმი გაწეული ფინანსური მხარდაჭერისათვის და შემაჯამებლი სიტყვა გადასცა, ამავე ინსტიტუტის დირექტორს ბატონ გიორგი ჭეიშვილს. ბატონმა გიორგიმ, მადლობა გადაუხადა რედკოლეგიასა და რედაქტორებს გაწეული საქმიანობისათვის და დამსწრე საზოგადოებას ღნისძიებაში მონაწილეობის მიღებისათვის.