Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაცია

13 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი გიწვევთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომის პრეზენტაციაზე. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე წარდგინება გაიმართება ზუმის პლატფორმით.

ID:902 974 7859

Passcode:893698

სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობთ ჟურნალ „ქართული წყაროთმცოდნეობის“ XXII ტომს. ჟურნალში წარმოდგენილი მასალა განაწილებულია რამდენიმე განყოფილებაში. პირველია „ისტორიული-წყაროთმცოდნეობითი კვლევები“. მოცემული ცამეტი სტატია  წარმოადგენს ისტორიული, წყაროთმცოდნეობითი, ისტორიოგრაფიული ფოკუსის გამოკვლევებს და შეეხება ენობრივად თუ ტიპობრივად  განსხვავებულ წყაროებს. ქრონოლოგიურად ეს გამოკვლევები მოიცავს როგორც წინა მოდერნულ, ისე მოდერნულ ეპოქებს მომდევნო განყოფილებაა „თეორიული და ინტერდისციპლინური მიდგომები“. მოცემული ორი სტატიიდან ერთ-ერთი აქცენტირებულია ინტერდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა ისტორიულ კვლევებში,  მეორე მათგანი ერის ფენომენის კვლევისათვის ერთ-ერთი დასავლური სოციალური თეორიის საზრისს და საქართველოს ისტორიის რეპრეზენტაციისათვის მისი გამოყენების მნიშვნელობას განმარტავს. შემდეგი განყოფილებებია „წყაროთა წარდგინება“,   „წიგნების მიმოხილვა“ „ქრონიკა“ „ხსოვნა“ . ჟურნალი სრულდება გზამკვლევით ავტორთათვის.

სტატიების ავტორები არიან პროფესიონალები: ისტორიკოსები, წყაროთმცოდნეები, ეთნოლოგები, არქეოლოგები, ფილოლოგები.