„ქართული მწერლობა წითელი ტერორის წინააღმდეგ,“ - ეს იყო თემა საჯარო ლექციისა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟულ აკადემიურ საუნივერსიტეტო სივრცეში - პრინსტონის უნივერსიტეტში, თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირმა რატიანმა გამართა.
ლექციის ფარგლებში საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე განხილულ იქნა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, საქართველოში საბჭოთა ტოტალიტარული მმართველობის დამყარების შემდეგ, ქართული მწერლობის განვითარების პროცესი. წარმოდგენილი იყო ქართველი მწერლების წინააღმდეგობრივი არჩევანის სხვადასხვა გზა/სტრატეგია წითელი ტერორისა და ბოლშევიკური იდეოლოგიის მიმართ. საკითხი გაშუქებული იყო თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით მეთოდოლოგიების ჭრილში.
ლექცია გაიმართა პროექტის - Georgian Literature Worldwide - ფარგლებში, რომელსაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ახორციელებს კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან ერთად, შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის მხარდაჭერით.
აღნიშნული სალექციო კურსით ამავე დროს დაინტერესებულნი არიან ჰარვარდისა და ტოკიოს უნივერსიტეტები.