Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

10 სექტემბერს თსუ რექტორი შეხვდა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  (Institut Pamieci Narodowej) დელეგაციას. მის შემადგენლობაში გახლდნენ ინსტიტიტის ვიცე პეზიდენტის დოქტორი კაროლ პოლეიკოვსკი, ისტორიული კვლევების მიმართულების დირექტორი დოქტორ იან შუმსკი და დაქტორ პაველ ლიბერა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი დავით ყოლბაია. პოლონელი მეცნიერები საქართველოში იმყოფებოდნენ პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში და ამავე დროს განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ახალი პროექტის, გენერალ ანდერსის არმიისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობის საკითხებს. აღნიშნული კომისია 2017 წელს შეიქმნა. კომისიის პარტნიორები არიან საქართველოს მხრიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პოლონეთის მხრიდან ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი. კომისია მუშაობს პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პატრონაჟით და მისი წევრები არიან პოლონელი და ქართველი ისტორიკოსები. კომისიის თამჯდომარეა პროფესორი დავით ყოლბაია. გამოიცა კომისიის შრომების სამი ტომი, მზად არის დასაბეჭდად მეოთხე ტომი. ჩატარდა რამდენიმე კონფერენცია როგორც საქართველოში ასევე პოლონეთში.