Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ონლაინ ვორქშოფების სერია პერსონალისთვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ სწავლების შესახებ პერსონალისთვის ტარდება ონლაინ ვორქშოფების სერია. შეხვედრებს უძღვება მიდლსექსის უნივერსიტეტის (ლონდონი) პროფესორი, ჯორჯ დაფოლასი. ტრენინგების ფარგლებში, განიხილება ონლაინ სწავლების ინტერაქციულად წარმართვის სტრატეგიები, პრაქტიკული მაგალითები, ონლაინ სწავლებისას ეფექტიანი უკუკავშირის მიწოდების სტრატეგიები, შეფასების კომპონენტების შერჩევა, შეფასებისას სტუდენტების მხრიდან აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის უზრუნველყოფის, ონლაინ სწავლების ეტიკეტის დაცვის საკითხები. ტრენინგების ფარგლებში, პერსონალს გაეცნო სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმა თუ დამხმარე საშუალება, რაც სწავლების და შეფასების პროცესს გაამარტივებს და პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 

ტრენინგების ციკლი დასრულდება 23 ოქტომბერს.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სისტემატურად გეგმავს და ახორციელებს პერსონალის საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, სემინარებს თუ ვორქშოფებს ევროპისა და აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისა და ექსპერტების ჩართულობით.