Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე  

https://naec.ge/uploads/postData/20-24/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%2001.07.2024.pdf

 

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

 


2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

(ბრძ. №207/01-01, 22.07.2024)   https://tsu.ge/ka/legal/49966    

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) - 30 აგვისტო-6 სექტემბერი;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან   პროგრამაზე  სურს  სწავლა  და მისი მშობლიური  ენა  არ არის  ქართული) – 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 9 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება)- 18 სექტემბერი;

პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;

ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:  https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F

 

 (მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)

 

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ (30 აგვისტო - 6 სექტემბერი) ელექტრონულ მისამართზე.  20-23 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში) იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ შესაბამის ფაკულტეტზე.

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) –  2 ცალი;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024  წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330); თამარ თათრიშვილი 577737387.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) -   საკონტაქტო პირი: ტელ: 2507177;   225 04 84 (შიდა 104).

იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: 225 04 84 (შიდა 2230). თამარ თაკალანძე  557 45 43 13.

მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: თამარ ლეკაშვილი, ტელ: 555 32 32 00.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3224).