მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია (ჩარიცხვის კანდიდატთა დოკუმენტების მიღება) შესაძლებელი იქნება Online - ელექტრონული წესით uni-can.tsu.ge პორტალზე.
uni-can.tsu.ge ელექტრონული პორტალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება:
საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება;
ანკეტური მონაცემების შევსება;
პროგრამით მოთხოვნილი დოკუმენტების ატვირთვა;
გამოცდების განრიგის და შედეგების ნახვა;
საბოლოო შედეგების გაცნობა.
uni-can.tsu.ge ელექტრონული პორტალის მეშვეობით მიიღებთ აგრეთვე ინფორმაციას მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების და უკვე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობის შესახებ.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: