ლატვიის სახელმწიფოს მიერ ცხადდება კონკურსი სასწავლო სტიპენდიებისა და საზაფხულო სკოლების სტიპენდიების მოსაპოვებლად. სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს. ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს, ხოლო დოქტორანტებისთვის - 11 თვეს. ყოველთვიური სტიპენდია ბაკალავრებისთვის არის 500 ევრო, მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხოლო დოქტორანტებისთვის 700 ევრო. ლატვიური მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სასწავლო ხარჯებს, ხოლო ფრენისა და დაზღვევის ხარჯებს ანაზღაურებენ თავად სტუდენტები.
გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულ სასტიპენდიო პროგრამებზე აპლიკაციები მიიღება 2025 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 1 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://scholarships.viaa.gov.lv. დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამების შესახებ იხილეთ დანართი 1. დანართი 2.