Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია ტექსტი და ინტერპრეტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტმა მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია „ტექსტი და ინტერპრეტაცია“ გამართა.

 

ღონისძიება მიეძღვნა პროფესორ ნიკო ყიასაშვილის ხსოვნას და მიზნად ისახავდა ტექსტის კვლევის, ინტერპრეტაციისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე გამოწვევების განხილვას.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მკვლევრები და სტუდენტები, რომლებმაც თავიანთი მოხსენებებითა და დისკუსიებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჰუმანიტარული მეცნიერებების მნიშვნელობასა და განვითარებას.