Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ ბანგკოკში

დაიწყო განცხდებების მიღება კონფერენციაში „კლიმატის ცვლილების წარსული და აწმყო გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში“,  მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება 2026 წლის 2-3 ივლისს, თამასატის უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე, თა ფრაჩანის კამპუსში, ბანგკოკი, ტაილანდი.

კონფერენცია შეისწავლის კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის საზოგადოებებს შორის დინამიურ ურთიერთქმედებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან დღემდე. რადგან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია კლიმატის ცვლილების მზარდ ზემოქმედებას აწყდება, ეს კონფერენცია მიზნად ისახავს ადაპტაციისა და მავნე ზემოქმედების შერბილების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე სტრატეგიების შესწავლის მხრივ. 

 

 

კონფერენციაზე მიიღება მოხსენებები, რომლებიც ეხება თემების ფართო სპექტრს, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ): • კლიმატის ცვალებადობისა და ცვლილების გავლენა კვების სისტემებზე • ისტორიული და თანამედროვე გამკლავების სტრატეგიები • ინსტიტუციური მდგრადობა და უკმარისობა • გარემოსდაცვითი სტრესი და სოციალური უთანასწორობა • კლიმატის ცვლილების უფრო ფართო ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური შედეგები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ მეცნიერები სხვადასხვა დისციპლინებიდან, მათ შორის ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიის, გარემოსდაცვითი მეცნიერების, პალეოკლიმატოლოგიისა და მასთან დაკავშირებული სფეროებიდან.

კონფერენციაზე ძირითად ლექციებს წაიკითხავენ:  სებასტიან გილე (ჟენევის უნივერსიტეტი) • ჰელი ჰუჰტამაა (ბერნის უნივერსიტეტი) • სუთირატ კიტიპონგვისესი (ჩულალონგკორნის უნივერსიტეტი) • სარა კლასენი (ტორონტოს უნივერსიტეტი) • დენ პენი (სიდნეის უნივერსიტეტი) • ფიონა უილიამსონი (სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტი)

დაინტერესებულ მკვლევარებს ვთხოვთ, 2026 წლის 5 იანვრამდე წარმოადგინონ ნაშრომის წინადადება, რომელიც შედგება სათაურისა და 3000 სიმბოლომდე რეზიუმესგან. განმცხადებლებს შედეგების შესახებ ეცნობებათ იმავე თვის ბოლომდე. ყველა მომხსენებელს მოეთხოვება წარმოადგინოს თავისი ნაშრომის პროექტი 2026 წლის 1 ივნისამდე. გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი სათაური და რეზიუმე Google Forms-ის ამ ბმულის საშუალებით. https://forms.gle/n3Kiit5jExq5E35S8 შერჩეული ნაშრომები შეტანილი იქნება რეცენზირებულ კრებულში, დამატებით მოწვეულ ნაშრომებთან ერთად. 

ყველა პრეზენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილ ინგლისურ ენაზე. ორგანიზატორები: • Panarat Anamwathana (Thammasat University) • Siwaree Attamana (Thammasat University) • Paul Erdkamp (Vrije Universiteit Brussel) • Pipad Krajaejun (Thammasat University) 

დამატებითი კითხვები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: panarat@tu.ac.th (Panarat Anamwathana