Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „თეზისი 3 წუთში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დოქტორანტებისთვის ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროექტი „თეზისი სამ წუთში“ განახორციელა. 28 დეკემბერს,  ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით  გაიმართა კონკურსის დასკვნითი ღონისძიება. 
 

პროექტი გულისხმობდა სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსის ჩატარებას, სადაც მონაწილეს 3 წუთში ერთი სლაიდით საზოგადოებისთვის უნდა წარედგინა კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.
 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების დოქტორანტებს, რომელთაც ჯერ არ დაუცავთ დისერტაცია და არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
 

Covid-19-ის პანდემიის პირობებში კონკურსი ჩატარდა დისტანციურად. მონაწილეობის მსურველებმა  გამოაგზავნეს თავიანთი გამოსვლის 3-წუთიანი ვიდეომასალა, რომელიც ხუთი კომპეტენტური პირისგან შემდგარმა კომისიამ შეაფასა.
 

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული და ხალხის რჩეული (Facebook მოწონებების მიხედვით), რომელთაც ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ:

 

I ადგილზე გასულ დოქტორანტს 2000 ლარი, II ადგილის მფლობელს 1500 ლარი,  III ადგილზე გასულ მონაწილეს – 1000 ლარი, ხალხის რჩეულს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
 

კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის „დისერტაცია/თეზისი 3 წუთში“ გამარჯვებული დოქტორანტები:

 

• I ადგილი: ანა გვარამაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - თემა: "საქართველოში საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარების თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები"

• II ადგილი: მარიამი რუსიტაშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - თემა: "უმაღლესი ბაზიდიომიცეტის საშუალებით ლაკაზის წარმოება"

• III ადგილი: სალომე ბესტაევა – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - თემა: "სოფლად ტურიზმის ბიზნესის განვითარება"

• ხალხის რჩეული - მარიამი რუსიტაშვილი – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - თემა: "უმაღლესი ბაზიდიომიცეტის საშუალებით ლაკაზის წარმოება"

 

"მეცნიერების კვირეული - 2021“-ის ფარგლებში ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ჯილდო გადაეცა 2021 წელს მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და განხორციელებული პროექტისთვის.