გამოცხადდა კონკურსი თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პარიზ-საკლის უნივერსიტეტში (საფრანგეთი) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!
ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და საფრანგეთში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკისა და ბიოლოგიის მიმართულების და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მობილობის პერიოდი: 2021 წლის ოქტომბერი-2022 წლის ივნისი
მობილობის ხანგრძლივობა: 5 დღე/10 დღე
დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენი საბუთების სიის სანახავად, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.