Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად ტუშას უნივერსიტეტში (იტალია)

ცხადდება კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიების მოსაპოვებლა ტუშას უნივერსიტეტში (იტალია).


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ისტორია, უცხოური ენები, მედია, ჟურნალისტიკა, კვების პროდუქტების ბიოტექნოლოგია.


განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ პროფესორებს/ლექტორებს, რომლებსაც აქამდე არ უსარგებლიათ ერაზმუსის სტიპენდიით ტუშას უნივერსიტეტში.


სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:


პასპორტის ასლი;

ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);

CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);

მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე);

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);

შევსებული სამუშაო გეგმა (ერაზმუს+ ინსტიტუციური კოორდინატორის - თეა გერგედავას ხელმოწერით დამოწმებული) 

დანართი 1

დაინტერესების წერილი მასპინძელი უნივერსიტეტიდან (საკონტაქტო პირები: ანჯელა ფატორეტი: fattoretti@unitus.it, სონია მელქიორე: melchiorresmr@unitus.it (ენები, მედია, ჟურნალისტიკა), ნიკოლო მერენდინო: merendin@unitus.it (კვების პროდუქტების ბიოტექნოლოგია)). 


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 7 მაისის 11:00 საათამდე ნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში; თითოეული დოკუმენტი დაასკანერეთ ცალ-ცალკე და დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად) შემდეგ ელ.ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge


სტიპენდია მოიცავს:

დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (ლიმიტი 360 ევრო).


სტიპენდიის ხანგრძლივობა:

10 დღე (მგზავრობის დღეების ჩათვლით, 2019 წლის მაისის ბოლო ორი კვირა).


შენიშვნა: 

დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

შერჩეულმა სტიპენდინატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

სავალდებულოა 8 საათიანი სალექციო დატვირთვა!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ.ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge