თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საარჩევნოდ ურბანული მემკვიდრეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანონის დაცვითა თუ მისი დარღვევით, როგორ იცვლებოდა ნეაპოლში ამ კუთხით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რამდენიმე მერის და მათ მხარდამჭერთა სტრატეგია? ამ საკითხებზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან კენტის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პროფესორებმა, ანთროპოლოგებმა იტალო პარდომ და ჯულიანა პრატომ.
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის წარმომადგენელ მეცნიერთა საჯარო ლექცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგი ის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. თავისივე შეფასებით „კლასიკური სტილის ანთროპოლოგ“ პროფესორ იტალო პრადოს მოხსენება “პოლიტიზებული ურბანული მემკვიდრეობა” იტალიურ ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით მომზადდა. მასში გაანალიზებულია ამ სტრატეგიის წარმატება მოკლევადიან პერსპექტივაში, რომელიც ამავდროულად მოქალაქეებსა და მმართველებს შორის ნდობის პროგრესულ ეროზიას უწყობს ხელს. პროფ.ჯულიანა პრატოს მოხსენება: "სიმბოლური განცხადებები, ურბანული მემკვიდრეობა და პოლიტიკური პროექტები" ბრინდიზის (სამხრეთ იტალია) ეთნოგრაფიულ მასალას ეყრდნობა. ჯულიანა პრატომ ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციაში და ქალაქის მემკვიდრეობის როლსა თანამედროვე პოლიტიკურ პროექტებში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში ლექციაზე დამსწრე პროფესორებსა და სტუდენტებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო თემებზე საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ.