ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს კავკასიოლოგთა I საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიურ კონგრესს, რომელიც ჩატარდება თბილისში (საქართველო) 2022 წლის 14-16 ნოემბერს.
კონგრესი ეძღვნება გამოჩენილი კლასიკოსის, მწერალ მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ-გირეი) ასი წლის იუბილეს.
კონგრესი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
ენათმეცნიერება;
დარგთაშორისი ლინგვისტური კვლევები;
ლიტერატურათმცოდნეობა;
ფოლკლორისტიკა;
ისტორია;
ეთნოლოგია;
ანთროპოლოგია;
არქეოლოგია;
წყაროთმცოდნეობა;
კულტუროლოგია;
სტუდენტური კვლევები.
კონგრესი გაიმართება შერეული ფორმატით. 175 მოხსენებას წაიკითხავს 200-მდე მეცნიერი მსოფლიოს ექვსი ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: kongresi2022@tsu.ge