Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის მეშვიდე საერთა­შორისო სიმპოზიუმი პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების ქიმიაში

2021 წლ;ის 27-30 ივლისს კავკასიის საერთაშორისო ორგკომიტეტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისში ჩატარდება კავკასიის მეშვიდე საერთა­შორისო სიმპოზიუმი პოლიმერებისა და პოლიმერული მასალების ქიმიაში, ჰიბრიდულ რეჟიმში. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკის ქიმიური საზოგადოების ქართული ჯგუფი და სანდიეგოს უნივერსიტეტი. მიღებულია სიმპოზიუმში მონაწილეობაზე თანხმობა ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი მეცნიერებისაგან.

ინფორმაცია აღნიშნული წამოწყების შესახებ მიწოდებული იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიას, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და allconference.com-ს.