26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეშვიდე სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია გაიხსნა.
კონფერენციის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა.
კონფერენციის მონაწილე სტუდენტებს საშუალება აქვთ მოხსენებები წარმოადგინონ ისტორიის, ფილოლოგიის, ანთროპოლოგიისა, კულტურის კვლევების, დასავლეთევროპული ფილოლოგიის. ფილოსოფიის და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.
კონფერენცია ორდღიანია და 27 დეკემბერს დასრულდება.