Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სტუდენტური კლუბი „დავითი“ დაარსდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ახალი სტუდენტური კლუბი  „დავითი” დაარსდა, რომელიც საგანმანათლებლო პროექტებში სტუდენტების ჩართულობას შეუწყობს ხელს. თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს კლუბის დაარსება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

,,ყოველთვის მივესალმები და მხარს დავუჭერ მსგავს სტუდენტურ ინიციატივებს. დიდი პასუხისმგებლობაა კლუბის წევრობა, რომელიც ატარებს ქართველთა ერთიანობისა და განათლებისთვის მებრძოლი მეფე დავითის სახელს. ის უდიდესი მოღვაწე იყო არა მხოლოდ სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში განათლების გავრცელების კუთხითაც. სწორედ ამიტომ იყო ივანე ჯავახიშვილის არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებულიყო მეფე დავითის ხსენების დღეს. მადლობა კლუბის წევრებს ამ ინიციატივისთვის და ველით მათ შემდგომ აქტივობებს.’’-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

კლუბის მიზანია საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების ორგანიზება, რომელიც ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიღრმაონ უკვე არსებული ცოდნა და მიღებული გამოცდილება, ერთმანეთს გაუზიარონ და გაითავისონ ეროვნული, დავითისეული ფასეულობები.

 

კლუბის საქმიანობის ფარგლებში განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორიცაა საჯარო ლექციები, სტუდენტური ექსპედიციები საქართველოს ისტორიულ რეგიონებში, სტუდენტურ რეგიონულ და საერთაშორისო კონფერენციები , ვორქშოფები და სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები, საზაფხულო და ზამთრის თემატური სკოლები.