Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით 17-18 ივნისს, თსუ მოსამზადებელი ცენტრის აბიტურიენტებისათვის იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიმართა.

 

ტესტირება ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ისტორია და მათემატიკა. იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ასამდე აბიტურიენტმა. შეფასების შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტესტირების შედეგები მასწავლებლებთან ინდივიდუალურად განიხილონ და მათგან დამატებითი რეკომენდაციები მიიღონ.