Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ბაზაზე ევროპული სტანდარტების მაღალტექნოლოგიური ქირურგიული საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „სამედიცინო ინოვაციების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და  „სამედიცინო მეცნიერებათა ინოვაციების აკადემიის“ წარმოდგენილმა, გამგეობის თავმჯდომარემ ალფონსო ჯოვანი რეკორდარემ მოაწერეს.