Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თბილისის 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. თსუ რექტორმა სკოლის მოსწავლეებთან ისაუბრა უნივერსიტეტის იდეაზე, მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოსთვის საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელობაზე, უნივერსიტეტის როლზე ქვეყნის განათლებისა და განვითარების საქმეში. შეხვედრაზე რექტორმა მოსწავლეებს ასევე, 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, წითელი არმიის წინააღმდეგ ქართველთა თავდაუზოგავ ბრძოლასა და უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უამბო.

 

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მარინა ლომოურმა 133-ე სკოლის მოსწავლეებს საბავშვო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ ლექციებში, ლაბორატორიულ მეცადინეობებში, კონფერენციებში, ვიქტორინებში მონაწილეობა შესთავაზა. შეხვედრის შემდეგ სკოლის მოსწავლეებs თსუ მუზეუმში ექსკურსია ჩაუტარდათ.