Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორის საახალწლო მილოცვა

ძვირფასო უნივერსიტეტელებო,

 

იწყება ახალი, 2023 წელი. ახალი იმედებით, მიზნებით, გეგმებით.

 

გისურვებთ ახალი წელი ბედნიერების, მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!

 

მნიშვნელოვანი მისია დაგვეკისრა - შევქმნათ დედა უნივერსიტეტის ახალი ისტორია. წვლილი შევიტანოთ კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიციის ღირსეულად გაგრძელებაში. განვავითაროთ ქვეყნის პირველი უნივერსიტეტი და ვუპასუხოთ XXI საუკუნის სწრაფად ცვალებად მოთხოვნებს. ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, დიდი პატივია 2023 წლიდან წარვუძღვე ამ რთულ და მნიშვნელოვან საქმეს, როგორც თქვენ მიერ არჩეული რექტორი. იმედია, ერთად შევძლებთ უნივერსიტეტი ვაქციოთ უფრო ცოცხალ ორგანიზმად, რომლის წიაღშიც სწავლებას, მეცნიერებასა და სტუდენტურ ცხოვრებას ყველაზე დიდი როლი ექნება, სადაც, სწორედ მეცნიერების დაფასებასა და კვლევის განვითარებას დაეფუძნება სწავლების მაღალი ხარისხი. ამ ისტორიულ საქმეში ერთად დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

მჯერა, ერთად ვიზრუნებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმშენებლობისა და განვითარებისთვის. წინ ბევრი გამოწვევა, წარმატება და გამარჯვებაა!

 

საუკეთესო სურვილებით,

 

თსუ რექტორი ჯაბა სამუშია