Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორატისა და ადმინისტრაციის განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გმობს ბოლო დღეებში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს.

მიგვაჩნია, რომ ძალადობრივი და აგრესიული მეთოდებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება უცხო და მიუღებელია საუნივერსიტეტო გარემოსათვის. 2016 წლის 25 მაისს სტუდენტთა ერთი ჯგუფის მიერ უნივერსიტეტის რამდენიმე ოთახის ძალისმიერი მეთოდებით დაკავება არამართლზომიერია და ხელს უშლის უნივერსიტეტის ნორმალურ  ფუნქციონირებას.

მოვუწოდებთ სტუდენტებს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ მათ მიერ თვითნებურად დაკავებული ოთახები და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან.