geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესორებს ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემია მიენიჭათ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორებს ჯენარო ქრისტესაშვილს და მარიამ ჭიპაშვილს მონოგრაფიისთვის - „სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევები“ ივანე თარხნიშვილის სახელობითი პრემია მიენიჭათ.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯენარო ქრისტესაშვილი და მედიცინის დოქტორი მარიამ ჭიპაშვილი საკეთესო ნაშრომისთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაფართოვებულ სხდომაზე დაჯილდოვდნენ.