თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად Silver Lakes Farm • ვერცხლის ტბები -ს ეწვივნენ და საერთაშორისო ღონისძიების „გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციის პროექტის პრეზენტაციის“ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.
პრაქტიკული კომპონენტი პროფესიული პროგრამების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ ღონისძიების მოწყობის მნიშვნელოვან ეტაპებს.