Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები

თსუ პროფესიული განათლების ცენტრში 6 სსსმ სტუდენტი სწავლობს. ისინი სხვადასხვა პროფესიას ეუფლებიან. მათგან ორმა: ლია დუაძემ და სალომე მათიაშვილმა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგის პროგრამაზე სწავლა დაასრულა და შესაბამისი ცნობები გადაეცათ. ლია და სალომე 2018 წლიდან სწავლობენ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში, სადაც შესაძლებლობა მიეცათ მათზე ორიენტირებულ, ხელშემწყობ გარემოში, ადაპტირებული სასწავლო გეგმითა და მრავალმხრივი მიდგომებით, მოეხდინათ ინტეგრაცია. ლია დუაძე უკვე დასაქმებულია „ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრში მზის სივრცე“ პედაგოგის დამხმარედ.

 

საქართველოში ინკლუზიური განათლების რეფორმის ფარგლებში პროფესიული მიმართულებით ცვლილებები 2013 წლიდან დაიწყო. თსუ ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ პროცესში და პირველი სსსმ სტუდენტიც სწორედ 2017 წელს მიიღო. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც თსუ ბაზაზე პროფესიული განათლების ცენტრი დაარსდა, სსსმ სტუდენტებისთვის უფრო მეტი არჩევანის შეთავაზება გახდა შესაძლებელი. გაიზარდა პროგრამებისა  და  სსსმ სტუდენტების რაოდენობა. ასევე, გაიზარდა დაინტერესება ისეთი პროგრამების მიმართ როგორიცაა: სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი, საოფისე საქმე, ღონისძიებების ორგანიზატორი, ბიბლიოთეკარი, საბანკო საქმე და სხვა.