Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლიმერიკის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს European University Foundation-ის (EUF) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში Open Space 2025: Supporting Changemakers in European Higher Education, რომელიც 2025 წლის 11-13 ივნისს გაიმართა ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტის მასპინძლობით.

 

კონფერენციის მთავარი თემა იყო Erasmus+ KA2 პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და მათი როლი ევროპული განათლების სივრცეში. სამუშაო სესიების ფარგლებში განხილული იქნა აქტუალური საკითხები, რაც გულისხმობდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.

 

ღონისძიებამ ასევე შექმნა ნაყოფიერი პლატფორმა პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისა და არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. კონფერენციის მონაწილეებმა წარადგინეს ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ინოვაციური იდეების რეალიზაციას და ცვლილებების განხორციელებას უმაღლეს განათლებაში.