Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლებსა და სტუდენტებს მოუწოდებს მასობრივად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან სექტემბრისთვის, როდესაც იგეგმება 2021/2022 სასწავლო წლის დაწყება, მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეიქმნას უნივერსიტეტში. ვაქცინაცია არის გზა იმისათვის, რომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს სასწავლო და კვლევითი პროცესი. ამ ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლების 40%-მდეა ვაქცინირებული