ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლებმა საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის (GFPA) ორგანიზებით სახანძრო უსაფრთხოების კურსი გაიარეს.
სწავლება, რომელიც თსუ-ის თანამშრომლებმა გაიარეს, მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა შეისწავლეს პირველადი სახანძრო საშუალებების გამოყენება. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მათ გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ISO 17024 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი.