Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თემატური შეხვედრები ფრანგულენოვანი სტუდენტებისთვის - წარმატების ალგორითმი

2024 წლის 10 ოქტომბრიდან – 12 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ფრანკოფონული დასაქმების ცენტრში - CEF თბილისი, ყოველ ხუთშაბათს 13:00 - დან 15:30 საათამდე ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის გაიმართება 10 თემატური შეხვედრა, რომელიც ემსახურება სტუდენტების თვითგანვითარებას. თითოეული ტრენინგი მოიცავს თემის პრეზენტაციას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როლურ თამაშებს და დისკუსიას.

 

მისამართი: თსუ მე-5 კორპუსი, ი.ჭავჭავაძის  გამზ. 36, აუდიტორია 309.

 

ტრენერი: GAAP საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის პრეზიდენტი, IDC განვითარების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი - ლალი ბადრიძე.

 

პროგრამა :

შეხვედრა 1 :წარმატების განმარტება და პირადი მიზნების დასახვა

შეხვედრა 2: თვითრწმენისა და პოზიტიური აზროვნების განვითარება

შეხვედრა 3: მოტივაციის წყაროები და მათი გაძლიერება

შეხვედრა 4: დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა

შეხვედრა 5: სტრესის მართვა და ემოციური ინტელექტი

შეხვედრა 6: წარუმატებლობასთან გამკლავება და მედეგობის განვითარება

შეხვედრა 7: ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მნიშვნელობა

შეხვედრა 8: ლიდერობის უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობა

შეხვედრა 9 შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემების გადაჭრა

შეხვედრა 10: მუდმივი განვითარება და წარმატების შენარჩუნება.

 

მსურველებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.