Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვორქშოფი მხოლოდ ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის

მხოლოდ ფრანგულენოვანი სტუდენტებისათვის,  გაიმართება ვორქშოფი : პროფესიული ინტეგრაცია და სამუშაოს ძებნა ფრანგულენოვან სამყაროში. 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15:00 საათზე, 11 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით 

თსუ-ში მდებარე (მისამართი: თსუ მე 5 კორპუსი, ჭავჭავაძის 36, 309 აუდიტორია) თბილისის ფრანკოფონული დასაქმების ცენტრი - CEF თბილისი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ვორქშოფების სერიაში, რომელიც ეძღვნება პროფესიული ინტეგრაციისა და სამუშაოს ძიებას ფრანგულენოვან ქვეყნებში.

სემინარების ეს სერია ამზადებს მონაწილეებს წარმატებული პროფესიული ინტეგრაციისთვის ფრანგულენოვან სამყაროში. ისინი ისწავლიან როგორ გააუმჯობესონ CV, განავითარონ პერსონალური ნეთვორქინგი, გაიარონ წარმატებული გასაუბრება სამსახურის ძებნისას და მოერგონ კულტურულ განსხვავებებს.

ყველა ეს უნარ-ჩვევა მაქსიმალურად გაზარდის თქვენს შანსებს რომ წარმატებულად დასაქმდეთ ფრანგულენოვან ქვეყანაში, ან ფრანგულენოვან საწარმოში საქართველოში.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, გააფართოვოთ თქვენი პროფესიული ჰორიზონტი და აღმოაჩინოთ წარმატების გასაღები ფრანგულენოვან ქვეყნებში!

ენა:

სემინარები ჩატარდება ფრანგულ ენაზე, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ყველა დონის მსმენელისთვის.

რეგისტრაცია: https://forms.gle/2N54xDXyZfcnczs36

1. 11 ნოემბერი - 15:00 სთ. CV-ის მომზადება

ამ სემინარზე თქვენ შეისწავლით როგორ შექმნათ და დაწეროთ CV, რომელიც ხაზს უსვამს თქვენს ყველაზე მნიშვნელოვან უნარებსა და გამოცდილებას.

2. 18 ნოემბერი - 15:00 სთ ნეთვორქინგი, კონტაქტები და LinkedIn

ეს სემინარი საშუალებას მოგცემთ შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია თქვენი პროფესიული ქსელის გაფართოებისა და შესანარჩუნებლად.

3. 25 ნოემბერი - 15:00 სთ სამუშაოს ძებნა და სამოტივაციო წერილი

შეიტყვეთ, თუ როგორ მართოთ თქვენი სამუშაოს ძიება თქვენთვის საინტერესო სექტორებისა და ქვეყნების მიხედვით. ეს სემინარი ასევე დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის დაწერაში.

4. 2 დეკემბერი - 15.00 სთ სამუშაო გასაუბრება

ეს სემინარი საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ სამუშაო გასაუბრებისთვის ფრანგულ ენაზე. პრაქტიკული რჩევებისა და ინტერვიუს სიმულაციების მეშვეობით გამოგიმუშავებთ უნარებს, რომლებიც საჭიროა რეკრუტერების კითხვებზე პასუხის გასაცემად.

5. 9 დეკემბერი - 15:00 სთ. კულტურული შოკი და ინტერკულტურული კომუნიკაცია სამუშაო ადგილზე

ეს სემინარი იკვლევს კულტურული შოკისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის გამოწვევებს სამუშაო ადგილზე. თქვენ შეისწავლით კულტურულ განსხვავებების უკეთესად გაგებას და მართვას, რათა ხელი შეუწყოთ თქვენს ინტეგრაციას ფრანგულენოვან პროფესიულ გარემოში.