Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსის „რატომ ვსწავლობ ბერძნულ ენას“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, მოსწავლეთა ესეების კონკურსის „რატომ ვსწავლობ ბერძნულ ენას“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსი, რომელიც ბერძნული ენის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა, ჩატარდა საქართველოში საბერძნეთის საელჩოსთან თანამშრომლობით. მასში მონაწილეობდნენ სკოლები, რომლებშიც, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ინსტიტუტის პატრონაჟით, პროგრამა „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ ხორციელდება. 
 

შვიდი სკოლის 88 მოსწავლემ  ესე ქართულ და ბერძნულ ენებზე წარმოადგინა. თსუ-ს პროფესორებისგან შემდგარმა ჟიურიმ თითო სკოლიდან 3 გამარჯვებული გამოავლინა. 
 

საბერძნეთის ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუმ და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გამარჯვებულებს პრიზები, ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატები გადასცეს.