საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 23 სექტემბრის
MES 5 21 0000973314 ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის, 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის დოკუმენტაციის მიღების ვადად განისაზღვრა 30 სექტემბერი-5 ოქტომბერი (17:00 საათამდე);
(რექტრის ბრძანება N183/01-01; 30.09.2021)
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
- ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის).