9-14 სექტემბერს კატოვიცეში გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კონკურსი "EU TalentOn 2024", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 21-დან 35 წლამდე ასაკის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შეიმუშავონ მსოფლიოს საკვანძო და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების ახალი და კრეატიული მიდგომები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: https://eutalenton2024.eu/