სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების მსურველთა დამატებითი რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 28 აპრილს 16: 00 საათზე და გარძელდება 29 აპრილის 17:00 საათამდე.
ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად გაიარეთ რეგისტრაცია lms.tsu.ge-ზე. (რეგისტრაციის ფანჯარა წარწერით ,,საერთო საცხოვრებელი" გააქტიურდება სტუდენტის პორტალზე 28 აპრილის 16:00 საათიდან).
ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდგომ (რეგისტრაცია სრულდება 29 აპრილს 17:00 საათზე), ონლაინ რეგისტრაცია გავლილი პირი ვალდებულია 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია სტუდქალაქის ადმინისტრაციაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის №316/02-01 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის" მე-4 მუხლი.
შენიშვნა: ელექტრონული საშვის დასამზადებლად გთხოვთ, დამატებით,ფოტოსურათი წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმით zaza.tsakadze@tsu.ge-ზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
1. ბაგების საერთო საცხოვრებელი:
მის: წყნეთის გზატკეცილი, თსუ-ს სტუდქალაქი, ბაგების საერთოს საცხოვრებლის მე-2 კორპუსი.
ტელ: (+995 32) 2 25 75 53
2. ლისის საერთო საცხოვრებელი:
მის: ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის N11.
მობ: 577515259
Email: zaza.tsakadze@tsu.ge