Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით მაზიაშვილის ახალი მონოგრაფიული ნაშრომის „შექსპირის პოსტმოდერნიზმის“ წარდგენა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში გაიმართა თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით მაზიაშვილის ახალი მონოგრაფიული ნაშრომის „შექსპირის პოსტმოდერნიზმის“ წარდგენა.

პროფ. დავით მაზიაშვილის მონოგრაფია ეძღვნება უილიამ შექსპირის რეცეფციას პოსტმოდერნისტულ ინგლისურ პროზაში, დრამატურგიასა და ინგლისურ და ქართულ თეატრში. კერძოდ, ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ინგლისელი მწერლების ენჯელა კარტერის, იან მაკიუენის, ედუარდ ბონდის და ჰოვარდ ბარკერის შემოქმედება. აგრეთვე,მონოგრაფიაში გააზრებულია თანამედროვე დასავლეთის სოციო-პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში თანამედროვე ინგლისელი და ქართველი რეჟისორების მიერ ლონდონის და ქართულ თეატრებში დადგმული შექსპირის შემოქმედების უახლესი ინტერპრეტაციები.  

მონოგრაფია გამორჩეულია იმითაც, რომ ნაშრომს ერთვის დავით მაზიაშვილისმიერ 2015, 2019 და 2020 წლებში თბილისში, ლონდონსა და ოქსფორდში გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი ქართული შექსპირიანას შესახებ.

წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისა და ზოგადად შექსპირით, პოსტმოდერნისტული ლიტერატურით, დრამატურგიითა და თეატრით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.