13 დეკემბერს, ქალაქ პრაღაში გაიმართება გლობალური ფორუმი ხელოვნური ინტელექტის და ეთიკის საკითხებზე. ღონისძიება იმართება ჩეხეთის რესპუბლიკის ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის ფარგლებში, UNESCO-ს პატრონაჟით. ღონისძიებაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის საკითხებზე UNESCO-ს 2021წ. რეკომენდაციები, რაც ამ მიმართულებით პირველი გლობალური ნორმატიული დოკუმენტია.
ფორუმი ითვალისწინებს, როგორც მაღალი დონის სესიების, ისე საექსპერტო დისკუსიების გამართვას. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/3hIP7nI დამატებითი ინფორმაციისა და დღის წესრიგის სანახავად, იხილეთ.