Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოფენა - განათლების ისტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა გამოფენა - „განათლების ისტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“.

 

ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ინესა ვაწაძე, სტუდენტები და პროფესორები.

 

„გამოფენა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ რეფორმებს, რომლებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს განხორციელდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც განათლების სისტემაში ევროპული ღირებულებები შემოვიდა და საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებს,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

გამოფენა თსუ პროფესიული განათლების ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით მოეწყო. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მასალები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის უნივერსიტეტის ისტორიასა და პროფესიული სწავლების განვითარებაზე.