ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორს უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრაზილიის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობებს, შესაძლო გაცვლით პროგრამებსა და მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს კამოეშის ცენტრის ბაზაზე ბრაზილიური კულტურის პოპულარიზაციაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა.